ჩვენ შესახებ
შპს „მწვანე მრჩევლების” გუნდი აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებს, რომლებიც ჩართულნი არიან სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტებსა და აქტივობებში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
გუნდის ყველა წევრს აქვს მუშაობის გამოცდილება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში (მათ შორის იმ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების პოზიციებზე, რომლებიც განიხილავენ გარემოსდაცვით დოკუმენტაციას), სწორედ ამიტომ, შპს „მწვანე მრჩევლების“ მიერ შემოთავაზებული სერვისების ხარისხი საქართველოში უკონკურენტოა.
შპს „მწვანე მრჩევლები“ დაეხმარა მრავალ ფიზიკურ/იურიდიულ პირს საქმიანობის გარემოსდაცვითი კანონმდებლობასა და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში. ასევე აღსანიშნავია, რომ შპს „მწვანე მრჩევლების“ მიერ მომზადებული არცერთი დოკუმენტი, მისი ხარისხიდან და სიზუსტიდან გამომდინარე, არ დაწუნებულა ნებართვის გამცემი უწყებების მიერ.
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიოთ შპს „მწვანე მრჩევლები“:
- მაღალი დონის პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის იმ სახელმწიფო სტრუქტურებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, რომლებიც განიხილავენ გარემოსდაცვით დოკუმენტაციას და გასცემენ შესაბამის ნებართვებს;
- გამჭვირვალე კომუნიკაცია და პასუხისმგებლობა ჩვენი მიდგომა მარტივია – პირდაპირი კომუნიკაცია, დროული ანგარიშგება, პასუხისმგებლობა მომზადებულ დოკუმენტაციაზე და სრული გამჭვირვალობა პროცესის ყველა ეტაპზე. კომპანია პასუხისმგებლობას იღებს შედგენილი დოკუმენტაციების ხარისხსა და სიზუსტეზე;
- სწრაფი, ხარისხიანი მომსახურება და ფინანსური დანაზოგი დამკვეთისთვის
ჩვენ მიერ შედგენილი დოკუმენტაცია მოიცავს მხოლოდ რელევანტურ და საჭირო ინფორმაციას, არ არის გადატვირთული ზედმეტი, უსარგებლო ინფორმაციებით, რომლებიც საკონსულტაციო კომპანიების მიერ, როგორც წესი დოკუმენტის მოცულობის გაზრდისთვის იწერება, ხშირად არ ასახავს რეალობას და შესაძლოა წარმოშვას დაჯარიმების ან/და ზედმეტი ვალდებულებების აღების რისკები, რაც პრაქტიკაში არაერთხელ მომხდარა. გარდა ამისა, ჩვენთან დოკუმენტის ფორმატი და სტრუქტურა იქმნება მაღალი სტანდარტებით, რაც უზრუნველყოს ნებართვების დროულად მიღებას და მინიმუმამდე ამცირებს დოკუმენტის დახარვეზების ან/და სამომავლოდ რაიმე სახის გაურკვევლობის წარმოშობის ალბათობას. საბოლოოდ – თქვენ ზოგავთ დროს და ფინანსურ რესურსს; - ენთუზიაზმი და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ეფექტური გზების დასახვა
შპს „მწვანე მრჩევლების” გუნდისთვის გარემოს დაცვა მხოლოდ პროფესია არ არის – ეს ჩვენი მუშაობის სტრატეგიის მთავარი პრინციპია. გუნდის მიზანია თითოეული პროექტი ეკონომიკურად ხელსაყრელთან ერთად, იყოს ეკოლოგიურად მდგრადი და გარემოზე მიყენებული ზიანი შემცირდეს მინიმუმამდე. შპს „მწვანე მრჩევლები“ მოქმედებს ობიექტურად და პრინციპულად უარს ამბობს გარემოსდაცვითი დოკუმენტაციების მომზადებაზე ისეთი საქმიანობებისთვის, რომელმაც შესაძლოა შეუქცევადი ზიანი მოაყენოს გარემოს. - ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ პროექტზე და სრული მხარდაჭერა სასურველი შედეგის მიღებამდე
ჩვენი გუნდისთვის თითოეული პროექტი უნიკალურია და გარემოსდაცვითი გამოწვევებიც განსხვავებულია, ამიტომ თითოეულ დამკვეთს ვთავაზობთ ინდივიდუალურ სტრატეგიას, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება კონკრეტული პროექტის ადგილმდებარეობას, მასშტაბს, სპეციფიკასა და მიზნებს.შპს „მწვანე მრჩევლები” თითოეული პროექტისთვის, ხელშეკრულების დონეზე იღებს ვალდებულებას ჩართული იყოს ნებართვის მოპოვების პროცესში (შესაბამისი პასუხების მომზადება, კონსულტაცია, რეკომენდაციების გაცემა, კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან), მანამ, სანამ დოკუმენტაცია არ მიიღებს შესაბამის ნებართვას.
ჩვენი გუნდი
ლევან ოზბეთელაშვილი
ლევანს გარემოსდაცვით სფეროში აქვს 10 წლიანი გამოცდილება. იგი წარმატებული თანამშრომელი იყო სახელმწიფო სტრუქტურებში და კერძო ორგანიზაციებში. ამჟამად ლევანი იკავებს გარემოსდაცვითი მმართველის პოზიციას სხვადასხვა კომპანიებში, მათ შორის შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში“ და შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდში“, ასევე ლევანი ატარებს დარგობრივ ტრენინგებსა და სემინარებს გარემოსდაცვით სფეროში.
ლევანი მუშაობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში და სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტისა და სამმართველოს ხელმძღვანელის პოზიციებზე.
ლევანი აქტიურადაა ჩართული შპს „მწვანე მრჩევლების“ საქმიანობაში და იკავებს გარემოსდაცვითი სპეციალისტის/მმართველის პოზიციას.
განათლება:
• ეკოლოგიის ბაკალავრი;
• ბოტანიკის მაგისტრის კანდიდატი:
არის 14 პუბილიკაციისა და ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, გავლილი აქვს 35-ზე მეტი ტრენინგი გარემოს დაცვის სფეროში გავლილი აქვს 30-ზე მეტი ტრენინგი გარემოს დაცვის სფეროში, ასევე არის გარემოსდაცვითი თემატიკის 3 ტრენინგის ავტორი.
გიორგი თევზაძე
გიორგის გარემოსდაცვით სფეროში აქვს 9 წლიანი გამოცდილება. იგი წარმატებული თანამშრომელი იყო სახელმწიფო სტრუქტურებში და კერძო ორგანიზაციებში. გიორგი გარემოსდაცვით კონსულტაციას უწევს როგორც ადგილობირივ, ისე საერთაშორისო კომპანიებს და ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს გარემოსდაცვით სფეროში.
გიორგი მუშაობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში და სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტისა და სამმართველოს ხელმძღვანელის პოზიციებზე.
გიორგი შპს „მწვანე მრჩევლებში“ იკავებს მოწვეული გარემოს დაცვის სპეციალისტის/კონსულტანტის პოზიციას.
განათლება:
• გეოგრაფიის ბაკალავრი;
• გეოსაინფორმაციო სისტემების მაგისტრი;
• გამოყენებითი ეკოლოგიის
დოქტორობის კანდიდატი
არის 12 პუბლიკაციისა და ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, გავლილი აქვს 30-ზე მეტი ტრენინგი გარემოს დაცვის სფეროში, ასევე არის 3 გარემოსდაცვითი თემატიკის ტრენინგის ავტორი.
ნინო ობოლაშვილი
ქიმიკოსი, ატმოსფერული ჰაერის სპეციალისტი
ნინოს გარემოსდაცვით სფეროში აქვს 15 წლიანი გამოცდილება. იგი წარმატებული თანამშრომელი იყო სახელმწიფო სტრუქტურებში და კერძო ორგანიზაციებში. ამჟამად ნინო იკავებს გარემოსდაცვითი კონსულტანტის პოზიციას სხვადასხვა კომპანიებში, ატარებს დარგობრივ ტრენინგებსა და სემინარებს გარემოსდაცვით სფეროში.
ნინო მუშაობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში და სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში ინტეგრირებული მართვის სამმართველოს ხელმძღვანელის პოზიციაზე.
განათლება:
• ქიმიის დოქტორი
